www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 8 ივლისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას. კომპანია "ელთიბი"-ს აქვს საკუთარი მაღაზიები/მომსახურება და საქართველოს მასშტაბით დილერთა ფართო ქსელი, სადაც წარმოდგენილია მრავალფეროვანი და ხარისხიანი ასორტიმენტი, კომპანია ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი მომხმარებლების მოძიება და მათთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება
** მომსახურებისა და პროდუქციის ასორტიმენტის ფარგლებში მომხმარებლის მოთხოვნების დადგენა და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია
** გაყიდვების შედეგების გაუმჯობესების მიზნით, პრობლემურ მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა
** შეუსაბამოების შემთხვევაში, მათი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება.
** კონკურენტთა მომსახურებისა და პროდუქციის ფასების შესახებ ანგარიშის წარმოება
** კონკურენტებისა და "ლთბ"-ის შედარებითი კვლევებში მონაწილეობის მიღება

განათლება/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების კუთხით
** მართვის მოწმობა (B კატეგორია)

კომპეტენციები:

** დაგეგმვა და ორგანიზება;
** პროდუქტიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირება;
** ურთიერთობების მართვა;
** ცვლილებების ინიციირება და განხორციელება.

სამუშაო პირობები:

** განრიგი: 09:15-18:15
** დასვენების დღეები: შაბათი და კვირა

კომპანია გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)
** ბონუსური სისტემა KPI-ზე დაყრდნობით (წელიწადში ორჯერ)
** თიმბილდინგი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "გაყიდვების მენეჯერი".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ელთიბი"-ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ელთიბი" - ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ელთიბი" - კომპანია, სადაც შენი შესაძლებლობები ყოველდღე იცვლება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |