"წერტი" ეძებს ბუღალტერს, რათა შემოუერთდეს ჩვენს აქტიურ, ერთგულ და წარმატებულ გუნდს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განაკვეთი: 8 საათი
** მდებარეობა: თბილისი
** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** დებიტორების და კრედიტორების ნაშთების კონტროლი;
** სალაროს და ანგარიშვალდებული პირების ნაშთების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის მიმართულებით;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების - Word, Excel მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ბუღალტრული პროგრამა INFINATI-ს ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა CV გადმოგვიგზავნეთ მისამართზე: hr@tserti.ge და "subject" ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.