www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Holst-ის გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ბორან ლაითი
გამოქვეყნდა: 9 ივნისი / განცხადების ვადა: 9 ივლისი

"ბორან ლაითი" (ბორან ჯგუფის შვილობილი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ონლაინ ჰიპერმაკრეტი www.holst.ge-ს online გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

მისამართი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქ. N44
სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.

კომპანია "ბორან ლაითი" დაარსდა 2009 წელს. ჩვენი კომპანია არის განათების, სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოების, ელექტრო და არა ელექტრო სამეურნეო ხელსაწყოების იმპორტისა და გაყიდვების ლიდერი საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს წამყვანი ბრენდები: ოსრამი, ლუქსრამი, ტოლსენი, ქროუნი, ეინჰელი, ბლექ & დეკერი და ა.შ.

კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე ხარისხიანი პროდუქცია. კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

ამჟამად კომპანია აცხადებს მის კუთვნილებაში მყოფი ონლაინ ჰიპერმარკეტისთვის - www.holst.ge ოპერატორის ვაკანსიას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.okriashvili@borun.ge და პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

მოვალეობები:

** პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა, მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** ქოლ-ცენტრში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა;
** online გაყიდვებზე ორიენტირება;
** Facebook ჩატებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება;
** ყოველდღიური რეპორტების მომზადება;

მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (chat box, ქოლ-ცენტრი, online გაყიდვები)
** აუცილებელი მოთხოვნილებაა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (სასურველია);

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელს ტრანსპორტირებითა და კვებით;
** ანაზღაურება: 500 ლარი ფიქსირებული + ბონუსი 800 ლარიდან 1 200 ლარამდე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |