www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: კავკასიის ავტოიმპორტი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "კავკასიის ავტოიმპორტი", ბაზარზე წარმოდგენილია 2004 კავკასიის ავტოიმპორტი, დილერებს და კერძო პირებს სთავაზობს ავტომობილების შეძენას, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. კომპანია წარმოდგენილია ფილიალების ფართო ქსელით, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, ასევე ლიცენზირებულია, მონაწილეობა მიიღოს მსოფლიოს წამყვან საავტომობილო აუქციონებზე და გახლავთ COPART-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
** კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
** მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში, სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ავტომობილების სპეციფიკაციებისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად.

აუცილებელი ცოდნა და უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
** მომხმარებლის მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, სწრაფი მომსახურება);
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@caucasusauto.com დასათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |