ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "HPM", რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი მიზანია:
** შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს;
** განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ხელი შევუწყოთ ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას;
** საერთაშორისო ასპარეზზე, ხაზი გავუსვათ საქართველოს მდიდარ ბუნებასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად კომპანია "HPM"-ში ჩვენ ვეძებთ იურისტს და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ, მოქნილ, სამართლიან და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.
იურისტის ფუნქციები იქნება:
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდებების, დებულებების, წესების, ხელშეკრულებების, პროექტების შექმნა/რედაქტირება/თარგმნა და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო სასტუმრო ოპერატორებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტებზე მუშაობა;
** სასტუმროს საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე რეაგირება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** კორესპონდენციის მართვა;
** განცხადებების დაწერა, საჯარო რეესტრთან და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან კომუნიკაცია;
** შენობების განშლების მომზადება;
** საკანონმდებლო სიახლეების გაცნობა და შესაბამისი ერთეულების ინფორმირება;
** დამკვეთებთან კომუნიკაცია;
** თანამშრომლებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა.
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურიდიული მიმართულებით;
** აუცილებელია - ინგლისურენოვან ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Office-ში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2022 წლის 29 ივნისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.