მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას არქივის კურიერის თანამდებობებზე:
ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.
სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. 12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ძირითადი ფუნქციები:
** ამბულატორიული ბარათების მოწესრიგება, დახარისხება, დალაგება თაროებზე;
** პაციენტების ანკეტების მიწოდება/გამოტანა კაბინეტებიდან;
** ამბულატორიული ბარათების არსებობა/არარსებობის სატელეფონოდ გადამოწმება;
** ძველი ანკეტების დაარქივება და არქივში ჩატანა/ჩალაგება;
პიროვნული თვისებები:
** კარგად განვითარებული ორგანიზაციული უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 15.07.2022-მდე ელ. მისამართზე: vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
თქვენ მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.