"GASTRONOME"-ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით; SHOP & DINE კონცეფციის რესტორნებით: Bistro by GASTRONOME; Argentinian Steakhouse by GASTRONOME; მეიდანზე ქართული რესტორნით "თამარა" და კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by GASTRONOME. მალე ამ ჩამონათვალს დაემატება აზიურ-ვიეტნამური რესტორანი.
გასტრონომის HR გუნდში ვეძებთ შერჩევის მენეჯერს 6 თვის ვადით
(თანამშრომლის დეკრეტული შვებულების განმავლობაში ჩასანაცვლებლად)
https://www.facebook.com/GastronomeGeorgia
ძირითადი მოვალეობები:
** ვაკანტურ პოზიციაზე თანამშრომელთა შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება;
** ვაკანსიის ტექსტის დამუშავება, საიტებზე განთავსება და მონიტორინგი;
** რეზიუმეების გადარჩევა და კანდიდატების გასაუბრებაზე დაბარება;
** კანდიდატების რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის სრული მართვა;
** Facebook გვერდზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
** დასაქმების ფორუმებში მონაწილეობის მიღება;
** თანამშრომელთა ტესტირებების ორგანიზება და მონაცემების დამუშავება;
** HR დეპარტამენტის სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება იდენტურ პოზიციაზე;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.
ანაზღაურება: 1000 ლარი NET
ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა+სხვადასხვა სახის ბენეფიტები
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილმდებარეობა: უნივერსიტეტის ქუჩა #24 (საბურთალო)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@gastronome.ge; გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება