ტენდერი სასტუმროს მომსახურების შესყიდვაზე
არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი" "სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის" პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 2-3 ივლისს გეგმავს გასვლითი ღონისძიების ორგანიზებას ქალაქგარეთ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში.
ღონისძიების მონაწილე პირებისთვის საჭიროა სასტუმროს მომსახურება შემდეგი პირობებით:
თარიღები და ოთახების რაოდენობა ერთადგილიანი განთავსებით: შესვლა 2 ივლისი - გამოსვლა 3 ივლისი / 20 ოთახი
კვება:
** 2 ივლისი - ყავის შესვენება, სადილი, ყავის შესვენება, ვახშამი;
** 3 ივლისი - საუზმე, ყავის შესვენება, სადილი.
საკონფერენციო დარბაზი:
** 2-3 ივნისი - 1 საკონფერენციო დარბაზი;
** წყობა - U-Shape.
(დამატებითი ტექნიკა: პროექტორი, ეკრანი, ფლიპჩარტის დაფა, ფურცლები, წყალი მინის ბოთლებში)
სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში მაგიდებისა და სკამების განლაგება უნდა მოხდეს დისტანციის დაცვით.
განსაკუთრებული მოთხოვნები:
** სასტუმრო უნდა ჰქონდეს მაღალი კატეგორიის სტატუსი და მდებარეობდეს თბილისიდან არაუმეტეს 2-3 საათის გზის სავალზე.
** სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი ტურიზმის უსაფრთხოების სავალდებულო რეკომენდაციებს და სტანდარტებს.
** სასტუმრო ვალდებულია ჰქონდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება და შესაბამისი სერტიფიკატი.
დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს:
** სასტუმროს ოთახებისა და საკონფერენციო დარბაზის ამსახველი ფოტოები;
** მენიუ (სადილი, ყავის შესვენება, ვახშამი);
** მომსახურების ღირებულება ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე.
სატენდერო დოკუმენტაცია დამოწმებული პასუხისმგებელი პირის მიერ უნდა გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: procurement@cida.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ტენდერის დასახელება: "სასტუმროს მომსახურების შესყიდვა".
დაინტერესებულმა პირებმა წინადადებები უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2022 წლის 21 ივლისის 13:00 საათისა.