www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პირადი მენეჯერი
მომწოდებელი: გლობალ ბენეფიტს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" არის წამყვანი საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფის Global Benefits Group (GBG) ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელი საქართველოში 2017 წლიდან. "Global Benefits Group" ამერიკული საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფია. 37-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია გლობალურ ბაზარზე ოპერირებს, მსოფლიოს 120 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობითი ოფისები და ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

სს რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და პროვაიდერული ზარალების მართვის განყოფილებაში, პირადი მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: 0108 თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. №5

ფუნქციები:

** დაზღვეულთა კმაყოფილების და მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, კომპანიაში დანერგილი სტანდარტების გათვალისწინებით.
** დაზღვეულსა და კომპანიას შორის მაკავშირებელი ფუნქციის შესრულება;
** დაზღვეულთა სატელეფონო და ონლაინ კონსულტაცია;
** მოთხოვნისამებრ, მომსახურების მიღებასთან, დაფარვებთან, პროვაიდერულ ქსელთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** სადაზღვევო შემთხვევის კოორდინაცია და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სადაზღვევო ბიზნესის საფუძვლების ცოდნა;
** ჯანდაცვის სისტემის და ადმინისტრირების პრინციპების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელ. ფოსტაზე: hr@benefits.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ "სს რისკების მართვისა და სადაზღვევო გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ არსებული მონაცემების ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |