"მონოგრაფი თავისუფლების მოედანზე" არის ახლად გახსნილი დიზაინ სასტუმრო. ეს არის ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის ადგილი, რომელიც წარმოადგენს მე-18 საუკუნეში აშენებულ ისტორიულ შენობას, მრავალფეროვანი პანორამული ხედებით ყველაზე შთამბეჭდავ და ისტორიულად მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებზე. სასტუმრო მონოგრაფი გთავაზობთ: 36 ექსკლუზიურ და დახვეწილ ოთახს, Sominee - ქართული, "Fine Dining" რესტორანი, Nomura - იაპონური რესტორანი, Monograph Terrace - ინტერნაციონალური სამზარეულო.
სასტუმრო "მონოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოემსახუროს სტუმრებს;
** მიიღოს და განათავსოს ჯავშანი რესტორნის მაგიდებზე;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით;
** იყოს მაქსიმალურად მოქნილი სამუშაო გრაფიკთან, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს კოლეგის ჩანაცვლება;
** დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები.
ძირითადი მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** გამოცდილება ანალოგიურ ან მსგავს სფეროში (ჩაითვლება უპირატესობად);
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 15 ივლისამდე, შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@monographtbilisi.com და სათაურის ველში მიუთითეთ სასურველი პოზიცია.
საკონტაქტო ნომერი: 577 37 46 29.
გისურვებთ წარმატებებს!