www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: GFC Consulting
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "GFC Consulting" 2012 წლიდან წარმოადგენს ბუღალტრული მომსახურების და საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც დაკომპლექტებულია ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდით და ემსახურება 50 მდე მცირე და საშუალო მოცულობის (SMB) ორგანიზაციებს.

კომპანია ორიენტირებულია კადრების პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, რაც აისახება ჩვენი მომსახურების ხარისხსა და სანდოობაზე.

შპს "GFC Consulting" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში არსებული გადამტვირთავი და სასაწყობე კომპანიებისთვის დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული დოკუმენტაციის შედგენა;
** სასაწყობე ოპერაციების აღრიცხვა და საბუღალტრო (ORIS/BALANCE) პროგრამაში ასახვა;;
** ფინანსური, სტატისტიკური და საგადასახადო ანგარიშგებების/დეკლარაციების მომზადება დადგენილ ვადებში და წარდგენა შესაბამის ორგანოებში ზემდგომი ბუღალტრის ზედამხედველობით;
** MS Excel ის კარგი ცოდნა ზემდგომი ბუღალტრის დავალებით რეპორტების მომზადებისთვის;
** საბანკო ოპერაციების განხორციელება ინტერნეტ-ბანკის მეშვეობით;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ბუღალტრული დოკუმენტაციის საბუღალტრო (ORIS) პროგრამაში ასახვა;
** ელექტრონული ზედნადებების და ანგარიშ-ფაქტურების მართვა;

ძირითადი მოთხოვნები:

** ეკონომიკური/ფინანსური/მათემატიკური განათლება;
** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
** საბუღალტრო პროგრამა ORIS პრაქტიკული ცოდნა და სამუშაო გამოცდილება;
** ქართული ენა - სრულყოფილად, რუსული ენის კარგი ცოდნა (C1) აუცილებელია; ინგლისური ენა (B1) დონეზე;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA-ს ნებისმიერი დონის სერტიფიკატი ჩაითვლება უპირატესად;

პიროვნული თვისებები:

** შესასრულებელი სამუშაოების ეფექტიანად ორგანიზების უნარი;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდში მუშაობის კარგი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ხელფასის ოდენობა ხელზე გასაცემი 1200 ლარი. (დამატებითი ბენეფიტი ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა).
სამუშაო განაკვეთი 10 სთ-დან 18 სთ-მდე, ორშაბათი-პარასკევი, არადისტანციურად.
ჩვენი ოფისი მდებარეობს ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის 4-ის მიმდებარედ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ თქვენი (CV) რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@gfcconsulting.ge; სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "ბუღალტერი ბათუმში".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |