www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აზომვების სპეციალისტი
მომწოდებელი: გარანტი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "გარანტი ჯგუფი" 2006 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს ალუმინის, მინის და მეტალოპლასტმასის კონსტრუქციების, საჩრდილობელი და საფასადე სისტემების წარმოებასა და მონტაჟს. პროდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის, ასევე კომპანიის ზრდასთან დაკავშირებით, მუდმივად ვახდენთ კვალიფიციური კადრების მონიტორინგს და ვცდილობთ მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების შეთავაზებას.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიიას აზომვების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 - 18:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისაკიანის1 (თემქა).
დასვენება: კვირა დღე.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში (1 თვე) ანაზღაურება 1300 ლარი.
საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დამკვეთთან კომუნიკაცია, ვიზიტების დაგეგმვა, აზომვები;
** დამკვეთისთვის პროდუქციაზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** დეტალური კონსტრუქციული ნახაზების მომზადება;
** წარმოებისა და მონტაჟისთვის აუცილებელი დეტალების, განშლების და კვანძების დატანა ნახაზზე;
** გაყიდვებთან და საპროექტოსთან ურთიერთობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ან შესაბამისი უნარები;
** დამკვეთებთან ურთიერთობისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარ-ჩვევები;
** ავტომობილის მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** სასურველია მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

ჩვენს პროდუქტებს და მათ ძირითად ტექნიკურ დეტალებს შეისწავლით ადგილზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@garantigroup.ge და ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში (subject), გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "აზომვების სპეციალისტი".

კონტაქტი 599 002020.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "გარანტი ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |