ცნობილი საერთაშორისო ჯგუფის - Alhokair-ის წევრი Retail Group Georgia 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Zara, Massimo Dutti, Mango, Marks & Spencer, Bershka, Pull & Bear, Stradivarius, Kiko Milano, Aldo, Oysho, Zara Home, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sergent Major, La Senza, Accessorize, და ა.შ.
დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი მოლში, სითი მოლში საბურთალოზე, ისთ ფოინთსა და მერანი მოლში.
კომპანია "Retail Group Georgia" აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით) 10:00 - 19:00მდე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** აუდიტის გეგმის შემუშავება, ფინანსური, საოპერაციო და შესაბამისი პროექტებისთვის
** აუდიტის პროცედურების შესრულება და რეპორტინგი სუპერვაიზერთან შეთანხმებით.
** "TeamMate Audit Management System"-ში აუდიტის გეგმის, სამუშაო დოკუმენტებისა და რეპორტების დოკუმენტირება
** ბუღალტრული გატარებების და რეპორტების შემოწმება და მათი შესაბამისობის დადგენა კომპანიის პროცედურებთან
** კომპანიის ფინანსური პროგრამის ანალიზი და შეფასება, მონაცემთა სწორი მიგრაციის ჭრილში და კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის შეფასება
** აუდიტის ფაილების მომზადება და დოკუმენტირება
** კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია, ინფორმაციის მოგროვება და აუდიტის შესრულება დადგენილ ვადებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია შიდა ან გარე აუდიტის მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი უმჯობესია ბუღალტერიის ან აუდიტის მიმართულებით;
** Excel-ის და ბუღალტრული აღრიცხვის/ERP სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე სასაუბრო)
** სასურველია ფლობდეს სერტიფიკატებს ACCA, CIA, CISA სასწავლო კურსებიდან
** სასურველია დიდ ოთხეულში მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** ხარისხზე, სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დროის მართვის უნარი
** პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** კორპორატიულ დაზღვევას
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას საქართველოსა და სხვა ქვეყნების აუდიტის შესრულების მეშვეობით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hrgeo@fahretail.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შიდა აუდიტორი.
კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.