"მონოგრაფი თავისუფლების მოედანზე" არის ახლად გახსნილი დიზაინ სასტუმრო. ეს არის ხელოვნების, კულტურისა და ისტორიის ადგილი, რომელიც წარმოადგენს მე-18 საუკუნეში აშენებულ ისტორიულ შენობას, მრავალფეროვანი პანორამული ხედებით ყველაზე შთამბეჭდავ და ისტორიულად მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებზე. სასტუმრო მონოგრაფი გთავაზობთ: 36 ექსკლუზიურ და დახვეწილ ოთახს, Sominee - ქართული, "Fine Dining" რესტორანი, Nomura - იაპონური რესტორანი, The Monograph`s Terrace - ინტერნაციონალური სამზარეულო.
სასტუმრო "მონოგრაფი" აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
** გამოავლინოს ნებისმიერი უსაფრთხოების წესის დარღვევა და მიიღოს შესაბამისი ზომები პრობლემის აღმოფხვრის მიზნით;
** მიიღოს ზომები უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის (შეწუხება, არასასურველი სტუმარი, ა.შ.) გადაჭრის მიზნით;
** უზრუნველყოს უსაფრთხოების დეპარტამენტის სტანდარტების დაცვა;
** უზრუნველყოს სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვა თანამშრომლების მიერ;
** განახორციელოს ობიექტის პატრულირება და გამოავლინოს შიდა წესების დარღვევები.
** იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად;
** იმოქმედოს კომპანიაში არსებული სტანდარტებისა და რეგულაციების მიხედვით;
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებმა გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 15 ივლისამდე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@monographtbilisi.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიცია.
გისურვებთ წარმატებებს!