კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების სამოქმედო გეგმისა და პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა;
** გაყიდვების ანალიზი და გეგმის შემუშავება;
** ახალი პოტენციური მომხმარებლის მოძიება;
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით ახალი იდეების ინიცირება;
** პოტენციურ პარტნიორ კომპანიებთან მოლაპარაკება და თანამშრომლობის პირობებზე შეთანხმება;
** პარტნიორ კომპანიებთან აქციების დაგეგმვა, წარმართვა და სხვადასხვა აქტივობებში ჩართულობა;
** გამოფენებზე და ღონისძიებებზე კომპანიის ჩართულობის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებულ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კოორდინაცია;
** დებიტორების კონტროლი;
** ანგარიშგებების და რეპორტების მომზადება.
აუცილებელი მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სასურველია ფინაში ან რომელიმე პროგრამაში მუშაობის გამოცდილება);
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პროდუქტის პრეზენტაციის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 საათი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი, კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@geopaper.ge. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!