www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ოპერატორი
მომწოდებელი: ჩემი წიგნი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

ტელემარკეტინგული კომპანია "ჩემი წიგნი" აცხადებს ვაკანსიას წიგნების გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე. ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას და გაძლევთ შანსს დაიწყოთ თქვენი კარიერა ჩვენთან. გვჭირდება კანდიდატი, რომლის მოტივაციაა კარიერული ზრდა-განვითარება, ფინანსური კეთილდღეობა და სტაბილური სამსახური.

ჩემი წიგნის ფოკუსში ხვდებიან წიგნები და მათი ლიტერატურული გმირები, რომლებსაც ჩვენი გაყიდვების სპეციალისტები და ჩვენი ერთგული მომხმარებლები აცოცხლებენ.

სამუშაოს აღწერა:

** კლიენტებთან/მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება და გაყიდვების მოლაპარაკების წარმოება;
** მომხმარებლების ბაზის მართვა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობების შენარჩუნება;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და კომპანიის პროდუქტის შეთავაზება, დაინტერესება, მოზიდვა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება: კომპანიის ექსკლუზიური წიგნების, სხვადასხვა ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ;
** განსაზღვრულ ვადაში გაყიდვების გეგმის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:

** აქტიურობა და კომუნიკაბელურობა;
** პრეზენტაციის, გამართული მეტყველების უნარი;
** გაბედულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებული.

ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ:

** სამუშაო განაკვეთი: არასრული, კვირაში 6 დღე, ორშაბათი-შაბათი. თვეში ორი სასურველი შაბათი დასვენება.
** სამუშაო საათები: პირველი ცვლა 10:00სთ-16:00სთ, მეორე ცვლა 16:00სთ-22:00სთ.
** შესვენების პერიოდი: პირველი ცვლა 12:30სთ:13:00სთ, მეორე ცვლა - 18:30სთ-19:00სთ.
** კანდიდატები გაივლიან 10 დღიან ანაზღაურებად სწავლების პერიოდს (სტაჟირება).
** ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუს სისტემა.
** ფიქსირებულ ანაზღაურება თვის გაყიდვების გეგმის შესაბამისად, 450 ლარიდან 2500 ლარამდე. თვის გეგმის 100% შესრულების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასის ოდენობას ემატება ბონუსი.
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მიცკევიჩის 27გ.

ბენეფიტები:

** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** მუდმივი ტრენინგები გაყიდვების სფეროში;
** ანაზღაურებადი სტაჟირება;
** წარჩინებულ თანამშრომელთათვის მუდმივი წამახალისებელი სისტემა: FitPass აბონემენტი, უფასო სამგზავრო ბარათი, ულიმიტო სასაუბრო+ინტერნეტი და სხვა);
** Team Buildings - სამოტივაციო აქტივობები;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

კანდიდატის შერჩევის ეტაპებია: გასაუბრება, ერთკვირიანი პროფესიული ტრენინგი და ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@chemitsigni.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "წიგნების გაყიდვების ოპერატორი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ`` საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანია "ჩემი წიგნი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |