www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ტრანსპორტერი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 12 ივლისი

შპს "ტრანსპორტერი" წარმოადგენს BRP-ის (Can-AM ATV, Can-AM SSV, Can-Am Spyder, Sea-Doo, Ski-Doo, Lynx, Rotax, Evinrude), Kawasaki-ს, Kassbohrer-ს, CFMOTO-ს, Tucano Urbano, Akrapovic, KYMCO-ს, Husqvarna-ს, Gardena-ს, Volvo Penta-ს, Quicksilver-ს და ჯამში 90-ზე მეტი ბრენდის დისტრიბუტორს საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის კვადროციკლებს, თოვლმავლებს, ჰიდროციკლებს, ნავებს, კატერებს, იახტებს, მცურავი საშუალებების ძრავებს, მოტოციკლებს, ბაღის მოვლის ინვენტარსა და სამშენებლო სპეცტექნიკას, სკუტერებს, თოვლის სატკეპნ და სხვა სპეციალიზირებულ ტექნიკას და მათ აქსესუარებს, საბაგირო გზებს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემებს, ზიპ-ლაინებს, სათავგადასავლო პარკებს, სათხილამურო გზების უსაფრთხოების და კეთილმოწყობის აღჭურვილობას, საგარანტიო და გეგმიურ მომსახურებას, ორიგინალ სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ-საპოხ საშუალებებს;

შპს ტრანსპორტერი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებების გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთათვის კონსულტაციის გაწევა, მათი საჭიროების დადგენა და მოლაპარაკების წარმოება კომპანიის პროდუქტებთან დაკავშირებით;
** მომხმარებელთათვის შეთავაზებების მომზადება;
** პროდუქტების შერჩევა, შეკვეთის განთავსება და ფასდადება;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ხელშეკრულებების მომზადება;
** საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლების მოძიება და მოლაპარაკება;
** მომხმარებელთა და მომწოდებელთა მონაცემთა ბაზების წარმოება;
** ბაზრის მონიტორინგი და ანალიზი;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** შემოქმედებითი აზროვნება;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ გახდეთ მომხმარებელზე, განვითარებაზე და ხარისხზე ორიენტირებული გუნდის წევრი, სადაც მოგეცემათ თქვენი საუკეთესო უნარების გამოყენების, განვითარების და ახალი ცოდნის/გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@transporter.com.ge არაუგვიანეს 2022 წლის 12 ივლისისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ გაყიდვების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |