www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურისტული სივრცის მენეჯერი
მომწოდებელი: მიხეილის მარანი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "მიხეილის მარანი" აცხადებს ვაკანსიას ტურისტული სივრცის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: ყვარელი
სამუშაო გრაფიკი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მითითებულ პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
** ქართული ვაზის ჯიშების, ღვინის ტექნოლოგიის და სფეროს შესაბამისი სტანდარტების ცოდნა;

მოვალეობები:

** ტურისტული სივრცის მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ტურისტული სივრცის სწორი მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
** ტურისტული სივრცის საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი;
** სტუმრების მიღება, გამასპინძლება, ღვინის დეგუსტაციის ჩატარება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა, დავალებების გონივრულად გადანაწილება და შესრულების ხარისხის კონტროლი;
** თანამშრომლებისთვის სათანადო მითითებების მიწოდება და/ან მათი ინსტრუქტაჟი, აღნიშნული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით;
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მარაგების კონტროლი;
** ადმინისტრაციული პროცედურების დაცვა და განხორციელება;
** შრომის დაცვის წესების, უსაფრთხოების წესების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმატივების დაცვის მონიტორინგი;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint).

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დახვეწილი მეტყველების უნარი და კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვისა და სწორი პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: sales@mikheilismarani.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ტურისტული სივრცის მენეჯერი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

შპს "მიხეილის მარანი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |