www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ელექტრიკოსი
მომწოდებელი: არგო
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

ლუდსახარში "არგო" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთა შორის. კომპანია აწარმოებს ისეთ ბრენდებს როგორიცაა: არგო, ჰოლანდია, ჰერცოგი, გერმანული, ალუდა, კიონინგ პილსნერი, ლიმონათი ზანდუკელი, ენერგეტიკული სასმელი ამპერი და სრულიად ახალი გემო ქართული ბაზრზე მაგარი სელცერი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი ლილო, ლოჭინის ხევი (ნაკვ.05/001)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელექტრო სქემების წაკითხვის უნარი;
** მანქანა დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა (შეკეთება, დარეგულირება, გადაწყობა, ზეთის შეცვლა და ა.შ.)
** ქარხანაში არსებული ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კონტროლი-ინსპექტირება;
** მაღალი ძაბვის გენერატორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** გამოვლენილი ტექნიკური პრობლემის ლიკვიდაცია;
** ელექტრო სისტემის, დენის წყაროების, გათბობა-გაგრილების სისტემების, ელექტრო აღჭურვილობისა და ხელსაწყოების შეკეთება;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი
** აუცილებელია იყოს მე-4 დონის ელექტრიკოსი

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გარემოს და განვითარების შესაძლებლობას
** დაზღვევას
** კვებას
** ტრანსპორტირებას (ავლაბრის მეტროდან)

მიღებული რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებთან შედგება ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: n.khapava@argo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |