www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: Geparts
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"ჯიფართს ∙ GEPARTS" არის ავტონაწილების ცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ბაზარზე არსებულ ავტონაწილების მაღაზიებს და ფიზიკურ/იურიდიულ პირებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა - ადგილობრივ ბაზარზე არსებული ავტონაწილების გაყიდვა "ჯიფართსის" მომხმარებლებზე.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

** მსუბუქი ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების/ავტონაწილების ცოდნა;
** მოძიებული ავტონაწილების საფუძველზე კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება;
** მოძიებულ ავტონაწილზე ფასნამატის (მარჟის) განსაზღვრა;
** გაყიდვების ჯგუფის მართვა; სამუშაოს დაგეგმვა და განაწილება; შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შეფასება.
** გაყიდვების ინდივიდუალური სტრატეგიის შემუშავება და ჯგუფში დანერგვა;
** კონკურენტი კომპანიების მუშაობის სტრატეგიის შესწავლა და ანალიზი;
** მენეჯმენტისათვის გუნდის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგების შესახებ ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
** როგორც პირადი, ისე ჯგუფის ჯამური გაყიდვების გეგმის შესრულება ყოველთვიურად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS OFFICE);
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გუნდის და დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების იდენტიფიცირების, დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;

სამუშაო პირობები:

** ფიქსირებული ანაზღაურება 500-დან 1000 ლარამდე + სრული გაყიდული პროდუქციიდან ბონუსი (%)
** 5/6 დღიანი სამუშაო დღე (10:00-19:00)
** კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობა
** განვითარებაზე ორიენტირებული და მეგობრული გარემო
** სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: geparts.ge@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "გაყიდვების ჯგუფის უფროსი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |