www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მძღოლი/მომმარაგებელი
მომწოდებელი: გარანტი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "გარანტი ჯგუფი" 2006 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს ალუმინის, მინის და მეტალოპლასტმასის კონსტრუქციების, საჩრდილობელი და საფასადე სისტემების წარმოებასა და მონტაჟს. პროდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის, ასევე კომპანიის ზრდასთან დაკავშირებით, მუდმივად ვახდენთ კვალიფიციური კადრების მონიტორინგს და ვცდილობთ მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების შეთავაზებას.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი/მომმარაგებლის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 - 18:00
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისაკიანის1 (თემქა)
დასვენება: კვირა დღე
ანაზღაურება: 900 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** თანამშრომლების ტრანსპორტირება სხვადასხვა ლოკაციაზე;
** სხვადასხვა კონსტრუქციის დამაგრების, უსაფრთხო ტრანსპორტირების და დანიშნულების ადგილას დროული მისვლის უზრუნველყოფა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის კონტროლი და საჭიროებისამებრ, ავტომობილის ცენტრში მიყვანა ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში;

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა B და C კატეგორია;
** სატვირთო (პირამიდა) მანქანაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქალაქის ძირითადი ქუჩების ცოდნა;
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
** მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარე, აქტიური;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@garantigroup.ge და ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში (subject), გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "მძღოლი/მომმარაგებელი". დაგვიკავშირდით ნომერზე 599 002020.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "გარანტი ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |