www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბიზნეს ანალიტიკოსი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"კრედო ბანკი" 24 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო, დინამიურ და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები.

პოზიცია: ბიზნეს ანალიტიკოსი
სამუშაო ადგილი: თბილისი, სათავო ოფისი

სამუშაო აღწერილობა:

** ბიზნეს საჭიროებების იდენტიფიკაცია და გაანალიზება;
** არსებული პროცესების/სისტემების განხილვა და მათ გაუმჯობესებაზე მუშაობა;
** პროგრამული გადაწყვეტილებების არსებულ სისტემებზე გავლენის გაანალიზება;
** სისტემის არქიტექტურის დოკუმენტის მომზადება;
** დეველოპმენტის ანალიტიკური მხარდაჭერა;
** პროგრამული გადაწყვეტილების ფუნქციონალური ტესტირების მხარდაჭერა და შედეგების ანალიზში მონაწილეობა;

ცოდნა, კვალიფიკაცია, უნარები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
** მონაცემთა ბაზებთან და ვებ სერვისებთან მუშაობის გამოცდილება
** ეჯაილ გუნდში მუშაობის გამოცდილება
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ადმინისტრაციული და ანალიტიკური უნარები;
** სიახლის, ინოვაციების მარტივად მიღების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს ანალიტიკოსი"

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |