www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვის მენეჯერი
მომწოდებელი: ბოქსეტ ინთერნეიშენალი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "ბოქსეტ ინთერნეიშენალი" არის საერთაშორისო კომპანია, რომელიც დაკავებულია ტვირთების საერთაშორისო ტრანსპორტირებითა და სასაწყობე სერვისებით ამერიკასა და ევროპაში.

ვეძებთ ჩვენი გუნდის ახალ წევრს, ლოგისტიკური სერვისების გაყიდვის მენეჯერის პოზიციაზე, საერთაშორისო დესკზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა - აუცილებელი
** რუსული ენის ცოდნა - სასურველი
** ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგებზე ორიენტირებულობა

უფლება-მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება როგორც ელ ფოსტით, ასევე ტელეფონით.
** CRM სისტემაში მუშაობა
** პორტფელში არსებული კლიენტების მონიტორინგი
** გაყიდვების ყოველთვიური გეგმების შესრულება

ხელფასი ითვალისწინებს როგორც ფიქსირებულ ნაწილს, ასევე, შედეგზე ორიენტირებულ საბონუსე სისტემას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: infoua@boxette.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |