www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: თაიმი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია TI`ME მუდმივად მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ეძებს ენთუზიაზმით სავსე, შრომისმოყვარე და მოტივირებულ კანდიდატებს. TIME-ისა და PANDORA-ს მაღაზიათა ქსელში თქვენ გელოდებათ კეთილგანწყობილი გუნდი და სასიამოვნო სამუშაო გარემო.

პოზიციის დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
ადგილმდებარეობა: ბათუმი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** პროდუქციის მაღაზიაში გასაყიდად მომზადება;
** პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული ან/და ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა 1C ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის შემოტანის პროცედურა:

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: hr@time.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის საგნის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება (გაყიდვების კონსულტანტი), რომელზეც გსურთ განაცხადის შეტანა. კომპანიის მხრიდან დაავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |