www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "გარანტი ჯგუფი" 2006 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს ალუმინის, მინის და მეტალოპლასტმასის კონსტრუქციების, საჩრდილობელი და საფასადე სისტემების წარმოებასა და მონტაჟს. პროდუქციისა და მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის, ასევე კომპანიის ზრდასთან დაკავშირებით, მუდმივად ვახდენთ კვალიფიციური კადრების მონიტორინგს და ვცდილობთ მათთვის უკეთესი სამუშაო პირობების შეთავაზებას.

კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიიას პროექტების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი: სრული 09:00 - 18:00.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისაკიანის1 (თემქა).
დასვენება: კვირა დღე.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში (1 თვე) ანაზღაურება განისაზღვრება 1300 ლარით.
საბოლოო ანაზღაურება განისაზღვრება მოლაპარაკების საფუძველზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საინჟინრო პროექტებიდან კონსტრუქციული ნახაზების მომზადება (კარ-ფანჯარა, ვიტრაჟი, საფასადე და საჩრდილობელი სისტემა და ა.შ.)
** კონსტრუქციული ნახაზების საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოებისთვის მომზადება;
** პროექტისთვის მასალების, აქსესუარების, მინის სიების მომზადება;
** კონსტრუქციული ნახაზის პროგრამული დამუშავება;
** პროექტის განფასების გაკეთება;
** მიღებული დავალებების მართვა CRM სისტემაში;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება ან მსგავსი უნარები;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით EXCEL.
** ArchiCad და AutoCad პროგრამების ცოდნა.
** უპირატესობა მიენიჭება პროგრამა LOGIKAL-ის (ORGADATA) მცოდნეს.
** (პროგრამა LOGIKAL-ს (ORGADATA) კომპანია შეგასწავლით).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი, კომუნიკაბელურობა;
** მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნება, მათემატიკური უნარები;
** შესასრულებელ სამუშაოზე, დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: info@garantigroup.ge და ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში (subject), გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "პროექტების დამუშავების სპეციალისტი".

დაგვიკავშირდით ნომერზე 599 002020.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ივნისი.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "გარანტი ჯგუფმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |