"ფიბი სერვისის" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებულ და პოტენციური კლიენტების კონსულტირება საბუღალტრო და საგადასახადო მიმართულებით;
** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
** საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
** კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** უპირატესობა მიენიჭება საბუღალტრო პროგრამა Balance-ის ცოდნას;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
** აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ხელზე ასაღები ხელფასი: 1500-2000 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@pbservices.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.