მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.
საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.
შპს "ვასაძის პური-საკონდიტრო სანდომი" აცხადებს FMG ოპერატორის ვაკანსიას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა.
ანაზღაურება: 500-დან 800 ლარამდე, კვალიფიკაციის და გამოცდილების მიხედვით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით
** FMG დისტრიბუციის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Excel, Word)
** უცხო ენები: ინგლისური სასურველია
** გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული
სამუშაო განაკვეთი: სრული.
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ.მისამართზე: sandomi.hr@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.