www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: უნიკომი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

შპს "უნიკომი"-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 8 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ.

"უნიკომი"-ს მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

"უნიკომი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქუთაისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი;

საკომპენსაციო პაკეტი:

** ფიქსირებული ანაზღაურება;
** საბონუსე ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური განხრით (შესაძლებელია არასრული უმაღლესი / სტუდენტი);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ელექტროტექნიკით ვაჭრობის სფეროში);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნას მიენიჭება უპირატესობა.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** გაყიდვის განხორციელებამდე პროდუქციის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა;
** შოურუმში არსებულ სტელაჟებზე/სტენდებზე, კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტებით პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა;
** ფასმაჩვენებლების დროული ცვლილება;
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა სახის აქციების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი. იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში; განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.

თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოდ ჩამოთვლილ პირობებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@unicom.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |