შპს "4ჰოსპიტალს" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
http://www.4hs.ge
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** ბაზრის მოთხოვნების იდენტიფიკაცია და შესაბამისი მარკეტინგული აქციების შემუშავება/ორგანიზება;
** მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული სტრატეგიული გეგმების შემუშავება-დანერგვა;
** ციფრული მარკეტინგული კამპანიების შემუშავება და სოციალური მედიის, ვებ-გვერდის მართვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა, მონიტორინგი და ოპტიმიზაცია;
** პრეზენტაციების, ბანერებისა და სხვა სარეკლამო აქსესუარების დიზაინის შექმნის ადმინისტრირება;
** რეპორტინგი მმართველ გუნდთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის პრინციპების ცოდნა და მათზე მუშაობის გამოცდილება (FB, IG, SEO, Google Ads, etc).
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პროაქტიურობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV მისამართზე: info@4hs.ge არა უგვიანეს 2022 წლის 5 ივლისისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებას გისურვებთ!