შპს "კრიალა" აცხადებს ვაკანსიას ქაღალდის წარმოების ცვლის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
მოთხოვნა: სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დანადგარის მართვის სისტემის ზედმიწევნით შესწავლა;
** მაკულატურის წისქვილში ჩაყრა;
** მასის მომზადება;
** დანადგარის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** დანადგარის სარესტავრაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** მუშაობის პროცესის მიმდინარეობისთვის მუდმივი თვალყურის დევნება;
** შემდეგი სმენისთვის საქმის გადაბარება (გამართული დანადგარის და მასით სავსე ავზის დატოვება);
** სისუფთავის დაცვა.
სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქიზიყის ქ. 50.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@kriala.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577213390
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!