www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: კენარი
გამოქვეყნდა: 15 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

კომპანია "კენარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (ერთი დასვენების დღე).

ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი 200 - 300 ლარი.

კომპანია "კენარის" მიერ შეთავაზებული ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@kenari.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება " მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი"

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |