"Pravilo Tbilisi" უკვე რვა თვეა ბაზარზეა და მისი მთავარი ამოცანა ადამიანების ყოველდღიური რუტინული ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაა. "პრავილო" ადამიანებს ეხმარება ხერხემლის, კისრის, ზურგის და ზოგადად სხეულის სხვა და სხვა პრობლემების მოგვარებასა და სულიერ სიჯანსაღეში.
ვაცხადებთ ვაკანსიას ფიტნეს ინსტრუქტორის პოზიციაზე.
დასაქმებას მიიღებთ 1 კვირიანი სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ.
მოვალეობები:
** მომხმარებლებთან გასაუბრება ვარჯიშის დაწყებამდე;
** ინდივიდუალური ვარჯიშების ჩატარება (ვარჯიშებს შეისწავლით ადგილზე);
** დაოსური ცოცხებით მასაჟის გაკეთება (შეისწავლით ადგილზე);
** მომხმარებლებთან სასიამოვნო კომუნიკაციის დამყარება, დახვედრა/გაცილება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია რუსული და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს იოგასთან /ფიტნესთან/მასაჟთან სამუშაო 1 წლიანი გამოცდილება;
** ასაკობრივი ზღვარი: 25-35 წ.
პიროვნული თვისებები:
** შრომისმოყვარე;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლიანი.
პირობები:
** ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით: 10:00-დან 20:00-მდე;
** პარასკევს: 10:00-დან 14:00-მდე;
** კვირას: 10:00-დან 20:00-მდე;
** შაბათი: სრული დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 15ლ საათში + ბონუსი 15ლ. გამოიმუშავებთ მინიმუმ 1500 ლარს;
** სტუდიაში გელოდებათ მეგობრული, პროფესიული და კეთილმოწყობილი გარემო.
ყველაფერი, რაც საჭიროა სხეულის და სულის სიჯანსაღისთვის!
ჩვენი მისამართია: გურამ ფანჯიკიძის 22
დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: pravilotbilisi@gmail.com ან დარეკეთ +995 598483737. ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!