სასტუმრო კომპლექსი "რივიერა შეკვეთილი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამსახურის ადგილმდებარეობა: შეკვეთილი
სასტუმრო კადრებს უზრუნველყოფს საცხოვრებელი ადგილით და კვებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული
პერიოდი: 4 თვე (სეზონური)
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე (ანაზღაურებით).
ფუნქციები:
** შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება (მწეველი/არამწეველი ადგილების შემთხვევაში მითითება);
** სტუმრის ინფორმირება არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ;
** კერძების მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და მომხმარებლისთვის შეთავაზება;
** შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
** მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება;
** დილის ბუფეტის მომსახურება;
** ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
** სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე;
** განათლება: ბაკალავრი
** მოწესრიგებულობა, თავაზიანობა და საქმისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის და მომსახურების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: riviera@riviera.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.