www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფრეშ კონსულტანტი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

"GASTRONOME"-ის ჰოლდინგი დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია შვიდი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით.

მალე ჩვენს ფილიალებში იხილავთ ახალ სივრცეს, სადაც შეძლებთ დააგემოვნოთ ფრეშ წვენები, სალათები, სენდვიჩები და ქალაქში საუკეთესო არომატის მქონე ყავა. სწორედ ამ ახალი პროექტისთვის ვეძებთ თანამშრომელს ფრეშ კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება და დამზადება;
** მენიუში წარმოდგენილი პროდუქტისთვის ნედლეულის გამზადება;
** ფრეშ წვენების დაწურვა;
** ყავის სხვადასხვა სახეობების მომზადება;
** არსებული რეცეპტების მიხედვით სალათების და სენდვიჩების მომზადება;
** პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა და დასაწყობება;
** ჰიგიენის და სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;

მოთხოვნები:

** სასურველია ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციის გამორჩეული უნარი;
** გამართული მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ანაზღაურება: საწყისი 800 ლარი (ხელფასის მატება 3 თვეში)
სამუშაო გრაფიკი: მოძრავი 40 საათი კვირაში
ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge და სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |