"მარშე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე კვების პროდუქტების საწარმოა, ოთხი ძირითადი მიმართულებით: ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული, ხორცპროდუქტები და თევზეული.
"მარშე" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 6 დღე კვირაში (სამუშაო საათები შეთანხმებით)
სახელფასო სისტემა: 600 ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** "მარშეს" პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა
** "მარშეს" პროდუქციის წარდგენა/დეგუსტაციის შეთავაზება
** "მარშეს" მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვების სტიმულირება;
** სავაჭრო ობიექტებში მარშეს პროდუქციის ვიზუალიზაცია.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** პრეზენტაბელურობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: jobs@marshe.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ "კონსულტანტი".
გისურვებთ წარმატებას!