www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 16 ივლისი

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისში, შენს სახლთან ახლოს;
სამუშაო გრაფიკი: როგორსაც შენ შეარჩევ;
ანაზღაურება: დღის ცვლა - 600-700₾ + ბონუსი; ღამის ცვლა - 650-800₾ + ბონუსი;

რას გააკეთებ:

** დაეხმარები მომხმარებელს პროდუქციის შევსებაში;
** აწარმოებ სალარო ოპერაციებს;
** მერჩენდაიზინგის წესების დაცვით შეავსებ პროდუქციას;
** შეამოწმებ პროდუქციის ხარისხს, ვადიანობას და ფასმაჩვენებლებს.

არ გაქვს სამუშაო გამოცდილება? - ჩვენ გასწავლით.
ჩვენთან სტაჟირება ანაზღაურებადია.

რას გთავაზობთ დამატებით?

** მიიღებ ხელფასს პირველივე დღიდან;
** ისარგებლებ კვებაზე 50% ფასდაკლებით;
** მიიღებ დამატებით 2 სახის ბონუსს.

განვითარება და კარიერული წინსვლა გინდა? - ყოველ კვირას "სპარის" ახალი სუპერმარკეტი იხსნება, რაც დაწინაურების უდიდეს შანსს გაძლევს!

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი", ან დაგვირეკე ნომრებზე: 577 999494; 577 999978.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |