"ოფისჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის/პრისელერის პოზიციაზე.
სადისტრიბუციო კომპანია დაარსდა 2018 წლის 30 აგვისტოს.
კომპანია ამარაგებს ორგანიზაციებს საკანცელარიო, ქიმია-ჰიგიენის სრული ასორტიმენტით, ყავა-ჩაი, შაქარი, წყალი, კომპიუტერული აქსესუარებით, აგრეთვე ოფისის გამართული ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო პროდუქციით.
ჩვენ გთავაზობთ:
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** სხვა დამატებით ბენეფიტებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/პიროვნული თვისებები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ქონებით უზრუნველყოფა
** საკუთარი მსუბუქი ავტომობილი
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ასაკი 21-დან- 35 წლამდე
** გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაოს აღწერა:
** მოლაპარაკებების წარმოება
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა
** შეკვეთის სწორად გაფორმება
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება
ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ:
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე
** დასვენება: შაბათ-კვირა
** მდებარეობა თბილისი
** ანაზღაურება ფიქსირებული+გამომუშავება+ბონუსი
თუ თვლით რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: sales@offices.ge