www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბარმენი
მომწოდებელი: ბარი ამბავი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 31 ივლისი

ბარი "ამბავი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბარმენის (პერსონაჟი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ძველი თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, თავისუფლების მოედანთან.
სამუშაო გრაფიკი: რაც დასჭირდება ბარში ბარის გამართულ მუშაობას. (შეიძლება იყოს კვირაში 2 დღე ან 4)

ანაზღაურება: იმდენი რამდენზეც შევთანხმდებით.

მოთხოვნები:

** ემოციური ინტელექტი;
** მინიმუმ კარგი და ისე საუკეთესო ბარმენობის გამოცდილება.
** გუნდის მართვის გამოცდილება.
** ახალი საქმის კეთების ენთუზიაზმი;
** ბარის ესთეტიკის საფუძვლების ცოდნა;
** თავგადასავლების და ამბების სიყვარული;
** ასაკი: შეუზღუდავი;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა (აუცილებელია) - ის ვისაც შეუძლია გართობის სფეროში დასაქმებისას დარჩეს საქმიანი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კეთილსინდისიერება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

თუ თვლით, რომ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული პირობები თქვენთვის მისაღებია და აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hrambavi@gmail.com და "subject"-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. თუ ორი სიტყვით მოტივაციასაც მოგვწეროთ, მეტი შანსია. ამასთან რას გარგებთ ეს სამსახური თქვენ ეს სამოტივაციოდ არ გამოგადგებათ, რატომ ხართ ჩვენი სივრცისთვის საინტერესო და აუცილებელი პერსონაჟი ამაზე მოგვწერეთ.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 31 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |