სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება;
** ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების წარმოება;
** საკრედიტო დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
** სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
** ფულადი სახსრების მართვა და კონტროლი სალაროში;
** ნაღდი ფულით საბანკო ოპერაციების წარმოება;
** ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის პროცედურების უზრუნველყოფა;
** კომუნალური გადახდების განხორციელება;
** კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროფესიული განათლება ან/და უმაღლესი განათლება;
** ოქროს შეფასების პროფესიონალურ დონეზე ცოდნა (ბრილიანტის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
სხვა უნარები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
სრული განაკვეთი;
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge არაუგვიანეს 30.06.2022წ.-სა. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "უნივერსალური მოლარე-ოპერატორი".