www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20
სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

** სადაზღვევო შემთხვევების დასარეგულირებლად საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** კლიენტის მხრიდან ხელმოწერილი სადაზღვევო შემთხვევის აქტის ვიზირებისა და თანხს გადარიცხვის კოორდინაცია;
** მომხმარებლის მომსახურება და ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლისგან დოკუმენტაციის ჩაბარება, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტის მხრიდან მოთხოვნის ან საჭიროების შემთხვევაში სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერთან გადამისამართება;
** საცალო კლიენტების ავტორიზირებული სადაზღვევო შემთხვევების შესახებ საჭირო ინფორმაციის კლიენტებისთვის მიწოდება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული და ადეკვატური შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მნიშვნელოვანია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (საბანკო ან სადაზღვევო მიმართულება);
** მნიშვნელოვანია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** დროის მართვის უნარი;
** თავაზიანი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების უმცროსი სპეციალისტი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |