www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პრეზენტაც. უნარების გამომუშავ. და სწავლების ტექნიკის ტრენერი
მომწოდებელი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 14 ივლისი

"ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია/ICCA" აცხადებს ტრენერის ვაკანსიას პროექტის ფარგლებში: "ევროკოდების[1] ადაპტაციის მხარდაჭერა ახალგაზრდა პროფესიონალთა სასწავლო პროგრამების მეშვეობით", რომელიც ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. პროექტი ითვალისწინებს ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის სასერტიფიკატო ტრენინგ პროგრამის ჩატარებას ევროკოდების ძირითადი პრინციპების შესწავლის მიმართულებით.

ტრენერის ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით[2] "პრეზენტაციის უნარების გამომუშავებისა და სწავლების ტექნიკის" თემაზე სატრენინგო მასალის მომზადება და ტრენინგების ჩატარება;
** ტრენინგის მონაწილეების რბილი უნარების (Soft Skills) დახვეწა, რათა სამომავლოდ წარმატებით შეძლონ, დამოუკიდებლად ჩაატარონ ტრენინგები კონკრეტული მიმართულებით (ევროკოდები);
** ტრენინგების შედეგების შეფასების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

ტრენერის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი სოციალური/განათლების/ადამიანური რესურსების მართვის ფსიქოლოგიის, განათლების მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** ტრენინგების ჩატარების მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება (აღნიშნული მიმართულებით, მინიმუმ 2 წელი).

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ცოდნის გადაცემის, სწავლების უნარი;
** აუდიტორიის მართვის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

** თარიღი: ოქტომბერი - ნოემბერი, 2022, ჯამში 12.5 საკონტაქტო სთ.
** ტრენინგების გამართვის ადგილი: ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის სატრენინგო დარბაზი, ლიუბლიანას 13ბ, თბილისი. საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგი შესაძლოა, წარიმართოს ონლაინ ფორმატში.
** ანაზღაურების დეტალები: 1632 ლარი (გადასახადების ჩათვლით; აღნიშნული ჰონორარი წარმოადგენს ტრენერისთვის განკუთვნილ მაქსიმუმს).

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და ტრენინგების ჩატარების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში) შემდეგ მისამართზე: info@icca.ge. არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 14 ივლისი, 2022

გისურვებთ წარმატებებს!

[1] ევროკოდები ეს არის ევროპული სტანდარტები (ჰარმონიზებული ტექნიკური წესები), რომელიც წარმოადგენს შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული (სტრუქტურული) გაანგარიშებისა და დაპროექტების წესებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. ეს სტანდარტები შემუშავებულია ევროპის სტანდარტიზაციის კომიტეტის (CEN) მიერ. ევროკოდები შედგება 10 ნაწილისგან, დანომრილი 0-დან 9-მდე (ნაწილები 0, 1, 7 და 8 მოიცავს ყველა ტიპის კონსტრუქციას, ხოლო ნაწილები 2, 3, 4, 5, 6 და 9 ცალკეული სამშენებლო მასალით დაპროექტების წესებს). ევროკოდების მიზანია: დაადგინოს შენობა-ნაგებობების მექანიკური სიმტკიცის, მდგრადობის და უსაფრთხოების წესები, ასევე, მზიდი კონსტრუქციის სახანძრო მედეგობის წესები ევროკავშირში მოქმედი წესების შესაბამისად, ასევე, დაადგინოს ერთიანი წესები მშენებლობისა და პროექტირებისთვის.
[2] ტრენინგის მონაწილის პროფილი: 21-35 წლის, ინჟინრები (ბაკალავრის დიპლომით), რომლებსაც აქვთ გამოცდილება პროექტირების მიმართულებით (სამშენებლო, საპროექტო, საექსპერტო ან საზედამხედველო ორგანიზაციაში); აგრეთვე, ფლობენ ინგლისური ენას მინიმუმ საშუალო დონეზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |