www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ასისტენტი საცალო გაყიდვების დეპარტამენტში
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 16 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქუთაისი, პუშკინის 8
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00 - 18:00)
ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტისგან ხელშეკრულების მოსამზადებლად საჭირო დოკუმენტაციის გამოთხოვა;
** ინგლისურად და ქართულად კომუნიკაციის წარმოება კომპანიის არსებულ კლიენტებთან;
** კლიენტთან გასაგზავნი სადაზღვევო დოკუმენტაციის მოწესრიგება და გაგზავნის უზრუნველყოფა;
** სადაზღვევო ხელშეკრულებისადა საჭიროების შემთხვევაში, წერილების მომზადება;
** დოკუმენტაციის მართვა;
** ტექნიკური საკითხების კურირება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მნიშვნელოვანია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია ინგლისური ენის (როგორც წერილობით, ასევე საკომუნიკაციო დონეზე) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და მოწესრიგებული.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "დაზღვევის მენეჯერის ასისტენტი/ქუთაისი".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |