საკონსულტაციო კომპანია "პროსპექტი", უძრავი ქონების მიმართულებით, ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანს გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე!
ანაზღაურება: 4000 ლარიდან.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი დეველოპერების ლიდების გენერირება;
** გაყიდვების საერთო სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების გუნდის მართვა;
** ბაზრის შესწავლა და მისი ანალიზი;
** გაყიდვების არხების იდენტიფიცირება და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** გაყიდვების გეგმის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება და მისი შესრულება;
** პერიოდული რეპორტინგი და მენეჯმენტისათვის წარდგენა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** პროექტების მართვის/გაყიდვების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@prospect.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.