სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას საბანკო დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი #66ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლებთან საბანკო გაყიდვების შემდგომი კომუნიკაცია და მათი მომსახურება;
** საბანკო პორტფელის მართვა და მონიტორინგი;
** მომხმარებელთა კონტრაქტების, გადახდების, გაუქმებების მართვა და კონსულტირება;
** გაყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება საჭიროებისამებრ.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან ბიზნესის მიმართულებით;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან სადაზღვევო კომპანიაში) მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "საბანკო დაზღვევის მენეჯერი".
სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."