www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ასისტენტი
მომწოდებელი: Krtsanisi Resort Residence
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"Krtsanisi Resort Residence" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ასისტენტის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** სავაჭრო ობიექტებზე მომხმარებლებთან პროაქტიული კომუნიკაცია და პოტენციური მომხმარებლების მოზიდვა;
** კომპანიის უპირატესობების წარმოჩენა (კომპანიაში არსებული ნებისმიერი სახის აქციის/შეთავაზების გაცნობა მომხმარებელზე, ბუკლეტებისა და სხვადასხვა პრომო მასალების გადაცემა);
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება როგორც არსებული ასევე დასრულებული პროექტების შესახებ;
** პრეზენტაციის სახით პროექტზე სრული ინფორმაციის მიწოდება;
** უშუალო უფროსის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც ხელს შეუწყობს გაყიდვების სტიმულირებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება (უძრავი ქონების სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად);
** საბაზისო კვალიფიკაცია: ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების ძლიერი უნარი, კომპანიის მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა;
** უნარები: კომუნიკაბელური, ენერგიული, პრეზენტაბელური, სტრესულ გარემოში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი, დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: vacancy@vr.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |