www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კატეგორიის გაყიდვების მენეჯერი დისტრიბუციაში
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე დისტრიბუციაში შემდეგ სექციებში:

** ელექტრობა;
** ხელსაწყოები;
** საღებავი;
** სამშენებლო;
** კარი;
** ლამინატი.

კომპანია ქართულ ბაზარზე 1998 წლიდან პოზიციონირება და მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-მდე დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.

დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 1600-ზე მეტ თანამშრომელს და წარმოდგენილია საქართველოს მასშტაბით თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, მარნეულსა და ლილოში.

კომპანიისთვის მთავარი ღირებულებაა ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.
კომპანია უზრუნველყოფს სტაბილურ, პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულ, საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს.

ბენეფიტები:

** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა;
** უფასო კვება;
** Fit pass.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ასორტიმენტის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** პრომო აქციების დაგეგმვა, მათი ეფექტურობის მონიტორინგი, საფასო პოლიტიკის კონტროლი;
** პროდუქციის სწორად განლაგების მონიტორინგი, პოს მასალების საჭიროების დადგენა და შექმნა;
** შესყიდვების დეპარტამენტთან ერთად მომწოდებლების შერჩევა;
** გაყიდვების მონიტორინგი და სტიმულაცია.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება( სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
** უცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი;
** აუცილებელია პროდუქციის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე აღნიშნულ ელფოსტაზე: recruit@gorgia.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://gorgia.ge/

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |