www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟიორი/მექანიკოსი
მომწოდებელი: Scroll
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

"სქროლისა" და "ქარის" გუნდი თბილისში აცხადებს ვაკანსიას მექანიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** პუნქტუალური და პასუხისმგებლობიანი
** ინტერესი ტექნიკური და მექანიკური საქმისადმი
** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად
** ტექნიკური გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ელ. სკუტერების და ელ. მოპედების სხვადასხვა სახის ხარვეზების/დაზიანებების დროულად დადგენა;
** დაზიანებული ელ. სტუკერების და ელ. მოპედების დროულად შეკეთება;
** "ქარისა" და "სქროლის" აპლიკაციების მეშვეობით ხარვეზების დადგენა და დაზიანებების აღრიცხვა;
** კომპანიის მიერ დადგენილი პროცესებისა და შინაგანაწესის დაცვა;
** ხელმძღვანელის მითითებების დროული შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** განვითარების შესაძლებლობას
** პროფესიონალების გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: ფიქსირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: jobs@scroll.eco და გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მექანიკოსი"

"სქროლისა" და "ქარის" გუნდი გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |