www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ემქეიემ რითეილ გრუპი
გამოქვეყნდა: 20 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივლისი

ესპანური ბრენდების Women`secret, Cortefiel და Pedro del Hierro (ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარებისა და თეთრეული) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში კომპანია "ემქეიემ რითეილ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: ცვლების მიხედვით
** დღეში 9 საათი, რომელშიც მოიცავს 1 საათიან შესვენებას (10:00-19:00 / 13:00-22:00)
** დასვენება: კვირაში 1-2 დღე

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე - აუცილებელია!
** საბაზისო, საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა
** გამართული, კეთილგანწყობილი და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობების მოკლე აღწერილობა:

** ბრენდის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის დახლებზე განთავსება
** წინასწარ გაწერილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება/ დახმარება პროდუქციის შერჩევაში
** ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას ბრენდის მიერ წარმოდგენილ პროდუქციაზე.
** რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე მოტივირებული
** პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა
** წინასწარ მოცემული სტანდარტის მიხედვით სააქციო პროდუქციის გაფორმება/დასტანდარტება
** მომხმარებლების ინფორმირება მიმდინარე აქციების შესახებ
** სექციაში არსებული მარაგების კონტროლი და პერიოდული აღწერა
** მაღაზიაში ყველა საქონლის განახლებადობისა და სისუფთავის უზრუნველყოფა;

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა რეზიუმე (CV) აუცილებლად გამოაგზავნოთ ფოტოსურათით, მისამართზე hr@mkm.ge და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |