შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** გენერალური დირექტორის და სხვა თანამშრომლების სამოგზაურო დოკუმენტების მომზადება (ბილეთები/ჯავშნები);
** გენერალური დირექტორის შეხვედრების შეთანხმება/ჩანიშვნა/შეხსენება;
** გენდირექტორის დავალებით საჭირო რეზერვაციების გაკეთება;
** მიღებული ინგლისურენოვანი კორესპონდენციის საჭიროების შემთხვევაში თარგმნა/წერილზე პასუხის გაცემა;
** საოფისე ინვენტარის და საკანცელარიო ნივთების შეკვეთა და მოწოდების კონტროლი;
** სარეკლამო, სატელეკომუნიკაციო და საფოსტო მომსახურების კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ოფისის მძღოლების განრიგის შედგენა, კონტროლი;
** ოფისისთვის კომპანიის პროდუქციის გამოწერა, მარაგების კონტროლი/ჩამოწერა;
** შემოსულ ზარებზე პასუხი, სწორი გადამისამართება;
** კომპანიის საინფორმაციო ელფოსტის მართვა, შემოსულ წერილებზე დროული რეაგირება და სწორი გადამისამართება;
** ოფისში ვიზიტორების მიღება, სწორი გადამისამართება;
** ოფისის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზების და მხარდაჭერის კუთხით აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი - ბაკალავრის ხარისხი
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სწრაფი აზროვნება, დავალებების ოპერატიულად შესრულების უნარი;
** დროის მენეჯმენტი, სამუშაოს დაგეგმარების, პრიორიტეტების განსაზღვრის გამოკვეთილი უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 30 ივნისი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "დირექტორის თანაშემწე".
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!