საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი ( კვირაში 6 სამუშაო დღე:
2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება,
4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)
სტაჟირება/ტრენინგი: 1 კვირიანი არაანაზღაურებადი ტრენინგი
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე
ანაზღაურება:
გამოსაცდელი პერიოდში - 550 ლარი,
1 თვის შემდეგ - 650 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება 1 წელი (აუცილებელია);
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (საკომუნიკაციო დონეზე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა და სალაროსთან მუშაობის გამოცდილება (სასურველი).
აუცილებელი უნარები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ენერგიულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსთან ერთად მისამართზე: hr@mataracigroup.com
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Manamo - კონსულტანტი თბილისში", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია "Manamo Home" დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.